LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა ერაყის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო

75

თურქეთმა ერაყის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

განცხადება ამის შესახებ რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქალაქ ტრაბზონში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სახმელეთო ძალებმა ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ შეტევა ერაყის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მდებარე ქალაქ სინჯარის მიმართულებით დაიწყეს.

რამდენიმე საათით ადრე კი ოფიციალურმა ანკარამ სირიის აფრინის რეგიონში კონტროლის დამყარების შესახებ გააკეთა განცხადება.

სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები