LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა შესაძლოა ევროკავშირთან საიმიგრაციო საკითხთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება შეაჩეროს

68

თურქეთმა შესაძლოა ევროკავშირთან საიმიგრაციო საკითხთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება შეაჩეროს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, შეთანხმება შეჩერდება და გადაიხედება იმ შემთვევაში, თუ  ევროკავშირი თურქეთს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დადებით პასუხს არ ეტყვის.
„თუ ჩვენ უარყოფით პასუხს მივიღებთ ევროკავშირისგან, ჩვენ უფლება გვაქვს გადავხედოთ და შევაჩეროთ ევროკავშირთან მიღწეული ყველა შეთანხმება. ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უნდა მოგვცეს, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს“, – დასძინა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები