LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება აღარ სჭირდება – რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

83

„თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება აღარ სჭირდება,“ – ამის შესახებ რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი მხარს არ უჭერს ანკარას ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ.

ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა, ხელი შეუწყოს ევროპის მომავლის განვითარებას, მაგრამ თუკი ევროკავშირი სხვა გზას აირჩევს, ანკარა არაფერს დაკარგავს.

„მიუხედავად ამისა, თურქეთი არ აპირებს მოლაპარაკებების ცალმხრივად შეწყვეტას,“ – განაცხადა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები