LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთს ფუნდამენტური ეკონომიკური პრობლემები აქვს – თეთრი სახლის ეკონომიკური მრჩეველი

79

თეთრი სახლის ეკონომიკური მრჩეველის კევინ ჰესეთის განცხადებით, თურქეთის ეროვნული ვალუტის ვარდნა იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანას ფუნდამენტური ეკონომიკური პრობლემები აქვს.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის ეკონომიკურ მდგომარეობას ძალიან ყურადღებით აკვირდება და აანალიზებს.

„ჩვენ თურქეთში არსებულ სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით. როდესაც ქვეყანა კარგავს კავშირს ლიბერალურ დემოკრატიასთან, არავინ იცის, რა მოუვა ეკონომიკას“,- განაცხადა თეთრი სახლის ეკონომიკურმა მრჩეველმა.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 40 პროცენტით გაუფასურდა. თუმცა, თეთრი სახლის ეკონომიკური მრჩეველი ამბობს, რომ ეს ლირის გაუფასურების მხოლოდ მცირე ფაქტორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები