LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში 25 ჟურნალისტი დააპატიმრეს

43

თურქეთის სასამართლომ, სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ 25 ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 11 ჟურნალისტს ექვსი წლითა და სამი თვით, 12-ს შვიდი წლით და ექვსი თვით, დანარჩენ ორ ჟურნალისტს- მურატ აქსოისა და ატილა თაშს კი 25 და 37 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტები იმ გამოცემებისთვის მუშაობდნენ, რომლებიც მთავრობამ შეერთებულ შტატებში მყოფი ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის გამო დახურა.

ანკარა გიულენს 2016 წელს, სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებს, რომლის დროსაც 205 ადამიანი დაიღუპა.

გადატრიალების მცდელობის საქმეზე თურქეთში 50 000 ადამიანზე მეტი დააპატიმრეს და 150 000-ზე მეტი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები