LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ავტოკატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

52

თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელშიც სასკოლო ავტობუსი მონაწილეობდა, 11 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა. ამის შესახებ თურქული მედია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს. 

პროვინციის გუბერნატორ ოზდემირ ჩაკაჯაკზის განცხადებით, ავტობუსი, რომელსაც ანკარიდან ქალაქ ბურსაში მიემგზავრებიდა, უცნობი მიზეზით გზიდან გადავიდა და ხეებს დაეჯახა. დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები