LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ცხრა ადამიანს პატიმრობა 101 წლით მიუსაჯეს

35

თურქეთში ცხრა ადამიანს  თავისუფლების აღკვეთა 101 წლით მიუსაჯეს.

მათ ბრალი ედებათ 2015 წელს განხორციელებულ ტერაქტში მონაწილეობაზე.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Anadolu ავრცელებს.

2015 წლის 10 ოქტომბერს ანკარაში ორი აფეთქება მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

ტერაქტის შედეგად 102 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები