LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში დაღუპული მეზღვაური საქართველოში გადმოასვენეს

364

თურქეთში დაღუპული ქართველი მეზღვაურის ცხედარი სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში გადმოასვენეს.

სარფში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ შეკრებილნი.

ოჯახი სახელმწიფო სტრუქტურებს გამოძიების ჩატარების მოთხოვნით მიმართავს. ასევე, ისინი აპირებენ ცხედარს ექსპერტიზა განმეორებით ჩაუტარონ.

23 წლის ახალგაზრდა გემზე პირველად იმყოფებოდა. უბედური შემთხვევა 21 ოქტომბერს პანამის დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები