LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში დღის განმავლობაში მე-3 აფეთქება მოხდა

105

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში მესამე აფეთქება მოხდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციაში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა მანქანაში მყოფი 3 სამხედრო. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების ორგანიზატორი “ქურთების მუშათა პარტიაა.”

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.