LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში გარდაცვლილი ქართველი ქალბატონი საქართველოში უკვე გადმოასვენეს

74

თურქეთში გარდაცვლილი ქართველი ქალბატონი საქართველოში უკვე გადმოასვენეს. როგორც მისმა ახლობლებმა განაცხადეს, ქალბატონი სასტიკად არის ნაწამები. მათი ინფორმაციით, თურქეთში მეზობელმა მამაკაცმა ქალბატონი გაიტაცა, სკამზე დააბა და აწამა. ახლობლების თქმით, წამების შემდეგ ბრალდებულმა ცხედარი გაძარცვა და პარკში მოათავსა. ეჭმიტანილი ცხედარს გადაგდებას აპირებდა. მოგვიანებით, გარდაცვლილის გოგონას ცხედარი მეზობლებმა იპოვეს.

თურქეთში 34 წლის ქართველი ქალი მოკლული იპოვეს. თურქული მედიის ინფორმაციით, იგი ფაცის რაიონში ყელგამოჭრილი ნახეს, ხოლო დანაშაულში ეჭვმიტანილი ტრაპზონში დააკავეს.
როგორც  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს საკონსულოში შესულია შეტყობინება თურქეთის პოლიციის მხრიდან. შესაბამისად, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება როგორც მოკლულის ოჯახის წევრებთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცველებთან.

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები