LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 15 ადამიანი დააკავეს

46

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 15 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო Doğan იუწყება.

ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა 15 ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის – ორი ქალი. არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული სირიის მოქალაქეა. ჩხრეკისას მათ პროპაგანდისტული მასალები აღმოუჩინეს.

ასევე, შაბათს ანკარში 49 უცხოელი დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, სირიასა და ერაყში ტერორისტების მხარეს იბრძოდნენ. როგორც სამართალდამცველებმა აღნიშნეს, ზოგიერთი მათგანი ანკარაში რესპუბლიკის დღის დღესასწაულზე ტერაქტს გეგმავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები