LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. „ინფორმაციის მინისტრი“ დააკავეს

63

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ანკარაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. „ინფორმაციის მინისტრი“ დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ტელეარხი Haber Turk ავრცელებს.

აღნიშნული ოპერაცია ანკარის უსაფრთხოების სამმართველოს ანტიტერორისტულმა დანაყოფმა ჩაატარა. დაკავებულია ტერორისტი, ომერ იეთექი, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოში“ მედიასფეროზე იყო პასუხისმგებელი.

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს თურქეთის ქალაქ კაისერში „ისლამური სახელმწიფოს ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები