LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში მოკლული ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახი მომხდარის გამოძიებას ითხოვს

42

თურქეთში მოკლული ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახი საქმეში ქართველი ექსპერტებისა და საგამოძიებო ჯგუფის ჩართვას ითხოვს.

ჯანჯარიას ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ცხედარს ზედაპირული დათვალიერებისას ყელის არეში ჭრილობა ეტყობა, რაც მათი თქმით, იმაზე მიანიშნებს, რომ მამაკაცს ყელი გამოჭრეს.

მოკლულის ოჯახი ქართველ სამართალდამცველებს საქმის აღძვრას და იმ პირის დაკითხვას სთხოვს, რომელმაც დასაქმების პირობით ჯანჯარია საქართველოდან თურქეთში ჩაიყვანა.

ჯანჯარიები ვარაუდობენ, რომ სწორედ მასთან დაპირისპირება გახდა მკვლელობის მიზეზი.

ნათესავების ინფორმაციით, ლუხუმ ჯანჯარია თურქეთში 13 აპრილს ჩავიდა, მას იქ დაპირებულისგან განსხვავებული, მძიმე  სამუშაო პირობები დახვდა, რის გამოც პრეტენზია გამოთქვა.

უკვე 14 აპრილიდან ოჯახი ლუხუმ ჯანჯარიას ვეღარ დაუკავშირდა. ისინი ვარაუდობენ, რომ მკვლელობა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა. მათივე თქმით, ამის ვარაუდს ის იძლევა, რომ ცხედრის ამოცნობა გაჭირდა, რადგან გვამის გახრწნა დაწყებულია.

47 წლის ლუხუმ ჯანჯარია საქართველოში დღეს გადმოასვენეს, ის სარფის საბაჟოდან საკუთარ სახლში, ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში ცოტა ხნის წინ მიასვენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები