LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში პოლიციის ავტობუსზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

78

თურქეთის ქალაქ მერსინში პოლიციის ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში პოლიციის ავტობუსი გადაადგილდებოდა. ტერიტორია პოლიციას აქვს გადაკეტილი. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები