LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში პროკურატურამ 108 ყოფილი პოლიციელის დაკავების ორდერი გასცა

36

თურქეთის უშიშროების ძალები ქვეყნის 30 პროვინციაში პოლიციის 108 ყოფილი თანამშრომლის დაკავების ოპერაციას ატარებენ.

ამის შესახებ ტელეარხი NTV, სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება.

108 ყოფილი პოლიციელი ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არიან ბრალდებულები.

დაკავების ორდერები ანკარას პროკურატურამ გასცა, 60 ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები