LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

105

თურქეთის ქალაქ იზმირში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ „მილიეტი“ თურქეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

პოლიციის ინფორმაციით, 32 და 43 წლის მოქალაქეებმა ქალაქ სამსუნში ოთხი სახლი გაქურდეს და 15 ათასი თურქული ლირა, ოქროულობა, ორი პორტატული პერსონალური კომპიუტერი და დიდი რაოდენობით მაჯის საათები წაიღეს.

საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების საშუალებით მოხდა. ისინი იზმირის ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მათი სასტუმროს ნომრებიდან ნაქურდალი ნივთებია ამოღებული.

დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები