LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

35

თურქეთის ტურისტულ ქალაქ დერმეში, რომელიც პროვინცია ანტალიაში მდებარეობს, საქართველოს 51 წლის მოქალაქე, ანა საფარიანი, ქალაქის ცენტრში მოკლეს.

გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, 10 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე, ქუჩაში ქალს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის კისრის არეში, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა. მიყენებული ჭრილობებით საქართველოს მოქალაქე დერმეს სახელმწიფო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

მკვლელობის ფაქტზე 44 წლის მესუთ ოზკანი დააკავეს, რომელიც ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. დაკავების მომენტში ის ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, მოკლულს ახლოს იცნობდა, დანაშაული კი ფულს უკავშირდება. მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე მესუთ ოზკანმა მას 400 ლირა ასესხა, რომლის დაბრუნებასაც დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა, რაზეც უარს იღებდა.

საგარო საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ქალის გადმოსვენების საკითხზე მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები