LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში, სირიელი ლტოლვილების საბერძნეთში უკანონოდ გადაყვანის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს

111

თურქეთში სირიელი ლტოლვილების უკანონო გზით საბერძნეთში გადაყვანის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
კურორტ მარმარისთან, ქალაქ ასპარანის მახლობლად პოლიციამ გააჩერა მიკროავტობუსი, რომლითაც 12 სირიელი ლტოლვილი საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე უკანონო გზით მოხვედრას ცდილობდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, სირიელი ლტოლვილების საზღვარზე უკანონო გზით გადაყვანას საქართველოს 37 წლის მოქალაქე ნ.ს. და თურქეთის 43 წლის მოქალაქე ა.დ. ცდილობდნენ.

ისინი ამჟამად დაკავებულები არიან და მათი საქმე სასამართლოს გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები