LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქი ექიმები ქართველ პაციენტებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს შესთავაზებენ

258

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ და თურქეთის „აჩიბადემის“ ჰოსპიტალების ქსელი დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

როგორც „ფორტუნას”  „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე სხვადასხვა დარგის თურქი ექიმები საქართველოში პერიოდულად ჩამოვლენ და ქართველ პაციენტებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს შესთავაზებენ.

”რთული სამედიცინო დიაგნოზების შემთხვევაში, იმ პაციენტებს, რომლებიც ვერ შეძლებენ საქართველოში სათანადო სამედიცინო სერვისების მიღებას, „სამედიცინო კორპორაცია ევექსისგან“ შეთავაზებული ექნებათ თურქეთში მკურნალობის დაგეგმვა შეღავათიან ფასად. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ საქართველოში „აჩიბადემის“ ჰოსპიტალების ქსელის პირველი ოფიციალური პარტნიორი ხდება, ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება ასევე საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც სამედიცინო კადრების გადამზადებას და ქართული ჯანდაცვის სერვისებზე ხარისხის ამაღლებას გულისხმობს”,- განაცხადეს „სამედიცინო კორპორაცია ევექსიში“.

მათივე ცნობით, უახლოეს მომავალში ”ევექსის” რამდენიმე კლინიკაში ფუნქციონირებას ”აჩიბადემის” ჰოსპიტალების ქსელის მცირე წარმომადგენლობებიც დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები