LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქული გამოცემის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი, სავარაუდოდ, მკვდარია

73

თურქულმა გამოცემამ „DailySabah-მა“ გაავრცელა ინფორმაცია რომ, სავარაუდოდ, ახმედ ჩატაევი მკვდარია. ინფორმაციას მედიასაშუალება გამოცემა Habertürk-ის სტატიაზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ცნობით, საქართველოში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 3 მოკლულს შორის, შესაძლოა, აჰმედ ჩატაევიც იყო.

Dailysabah-ის ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებულმა, ახმეტ ჩატაევმა, საქართველოს საზღვარი, სავარაუდოდ, არალეგალურად გადაკვეთა და თბილისში ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდა.

აჰმედ ჩატაევი 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს – ჩატაევის ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „კავკაზ რეალი“ ავრცელებს. ფაქტის ოფიციალური დადასრტურება ამ დრომდე არ მომხდარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები