LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქული ლირის გაუფასურების გამო თურქეთში დასაქმებული ქართველები სამუშაოდ სხვა ქვეყანაში გადასვლას გეგმავენ

119

თურქული ლირის გაუფასურების გამო თურქეთში დასაქმებული ქართველები სამუშაოდ სხვა ქვეყანაში გადასვლას ან სამშობლოში დაბრუნებას გეგმავენ. ემიგრანტების ნაწილი ამბობს, რომ გაუმართლათ მხოლოდ მათ, რომლებიც ანაზღაურებას დოლარში იღებენ.

შრომითი ემიგრანტები ამბობენ, რომ მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას, ნაწილი კი ევროპაში გადასვლისთვის ემზადება. დასაქმებული ქართველების ნაწილმა თურქეთი უკვე დატოვა და სამუშაოდ საბერძნეთში, პოლონეთსა და იტალიაში გადავიდა.

თურქული ლირა დოლარის მიმართ რეკორდულად გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე დღეს ერთი დოლარი 5,24-5,25 ლირაა.

თურქეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური სტატისტიკით, ლირა დოლარის მიმართ იანვრიდან დღემდე თითქმის 37%-ით გაუფასურდა. გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით, ერთი დოლარი 5,15 ლირა ღირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები