LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში 10 ციხე-სოფლის რეაბილიტაციის კვლევა იწყება

88

თუშეთში 10 ციხე-სოფლის: ძველი დიკლოს, ძველი გირევის, ჭონთიოს, ხეხოს, აგეურთას, წაროს, თვალოს, თარსმას, დაგიურთასა და ინდურთას რეაბილიტაციის კვლევა იწყება. ამისთვის 400 ათასი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“მოგეხსენებათ, რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი კონკრეტულად თავისი ულამაზესი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობით, თავისი ლანდშაპტით, თვითმყოფადობით. სამწუხაროდ, დღეისთვის უძველესი ნაგებობების ნაწილი არის ან დაზიანებული ან განადგურების პირას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის და ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ ამ ძეგლების აღწერა პირველ რიგში და ინვენტარიზაცია და შემდგომში უკვე სრული რებილიტაცია. ძალიან კარგია, რომ სამუშაოებში იქნება ჩართული ახალგაზრდები, სტუდენტები და ზაფხული კარს მოგვადგა უკვე და ამ პერიოდში განხორციელდება ეს სამუშაოები. შემდგომში კი უკვე ამ აღწერის საფუძველზე და რა თქმა უნდა, თანამედროვე პროფესიული მიდგომების საფუძველზე მოხდება ამ უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლების რეაბილიტაცია,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები