LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

77

თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად შვეულმფრენის გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. ხანძრის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია.

ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით ცოცხალი ძალა ახორციელებს. მეტყევეების ინფორმაციით, წიწვოვანი ტყის ძირითადი ნაწილი გადარჩა. მათივე თქმით, ძირითადად, ბალახია დამწვარი.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, ასევე, შილდის ტყეში, სადაც შსს-ის მეხანძრე-მაშველები ნახანძრალ ნიადაგს პრევენციულად ამუშავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები