LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში ხანძრის კერები და დაკვამლიანება აღარ შეინიშნება

75

თუშეთში, სოფელ ხახაბოს ტყეში, ხანძრის კერები და დაკვამლიანება აღარ შეინიშნება.

გუშინდელთან შედარებით, დღეს ძლიერი ქარი არ არის, მაგრამ პრევენციის მიზნით, მიმდინარეობს მონიტორინგი. ხანძრის კერის გარშემო პერიმეტრს მაშველებმა, რეინჯერებმა და მოხალისეებმა ალყა შემოარტყეს, რომ დამწვარი ხის ნაწილები არ დაგორდეს და ცეცხლის ახალი კერები არ წარმოიქმნას, – განაცხადა თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორმა, ზაზა ლაგაზიძემ.

ლაგაზიძის თქმით, 2 სექტემბერს სოფელ ხახაბოს ტყეში, დაახლოებით, 20 ჰექტრამდე ფიჭვნარი დაიწვა. თუშეთში ხანძრის ქრობაზე დღეს ვერტმფრენის დახმარების საჭიროება არ იყო, თუმცა ადგილზე მონიტორინგის მიზნით კვლავ რჩება 200-ზე მეტი მაშველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები