LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში ზამთრის სეზონზე ვერტმფრენი რეგულარულად იფრენს 

107

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, თუშეთში ვერტმფრენი მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე რეგულარულად იფრენს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, უამინდობის გამო, თუშეთში შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თუშეთში საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური, რათა ნებისმიერი სახის შესაძლო შეფერხება თავიდან იყოს აცილებული. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ომალოში მყოფი ტურისტები უსაფრთხოდ იმყოფებიან და ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ერთი მამაკაცი, რომლის სიცოცხლეს, ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება, მაშველების დახმარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს. 

“ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ასევე – უცხოელი ვიზიტორების მზარდი რიცხვის ფონზე, თუშეთში კომფორტული და უსაფრთხო მოგზაურობის მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, გასული წლის სეზონის მსგავსად, წლევანდელი ზამთრის განმავლობაში, ყოველკვირეულად, რეგულარულად იფრენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი,” – აღნიშნულია განცხადებაში. 

პოპულალურები