LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტუსკი ვიზალიბერალიზაციაზე : ეს არის ევროკავშირის მხარის შიდა პრობლემა

25

„ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით,მადლობას მოვახსენებ პრემიერ-მინისტრს, რომლის მთავრობამ ძალ-ღონე არ დაიშურა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად,”- ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრისას მოუწოდა საქართველოს პრემიერს,  ოპოზიციასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური დიალოგი გაგრძელოს.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საკითხები. მე უდიდეს შეფასებას ვაძლევ საქართველოს ამბიციური რეფორმების გეგმას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებას, რომელიც ემსახურება საქართველოს კეთილდღეობას და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას. ევროკავშირი მომავალშიც გაგიწევთ დახმარებას ამ პროცესში,” – განაცხადა ტუსკმა.

რაც შეეხება, უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ შარშან ოქტომბერში ყველა წევრმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა.

“დღეს ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ საკითხზე თავად ევროკავშირში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის ევროკავშირის მხარის შიდა პრობლემა, რომ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჰორიზონტალურ მექანიზმს ყველა წესთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია ევროკავშირში ვიზებთან დაკავშირებით. საქართველო იმსახურებს ამ პროცესის დროულად და წარმატებით დასრულებას,” – აღნიშნა ევროკავშირის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები