LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„TV პირველი“ „ოქროს ტალღის“ შესახებ

32

„TV პირველის“ საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტი მუსიკალურ კონკურსს „ოქროს ტალღა“ დაეთმო. ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა „დორსში“, სადაც წლის სიმღერის დაჯილდოების პრეფართი გაიმართა.

როგორც ტელეკომპანია იუწყება:

„ოქროს ტალღის“ ხუთწლიანი ისტორია  26 ივნისს დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე გაცოცხლდება. რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ უკვე მეხუთე წელია, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას მართავს. წელს საიუბილეო თარიღის აღსანიშნად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ცნობილ მომღერლებთან ერთად. სპეციალური სტუმარი კი „გრემის“ ორგზის მფლობელი შემსრუ;ლებელი, ლიზა ფიშერი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ტალღა 2018“ გაიმართება 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. ბილეთების შეძენა და დასწრება კი ყველა მსურველს შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები