LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტვილდიანის საექთნო კოლეჯი სტუდენტებს უცხოეთში დასაქმების შანსს აძლევს

1133

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯი სტუდენტებს გარანტირებულ დასაქმებასა და კვალიფიკაციის უცხოეთში ამაღლებს სთავაზობს.

კოლეჯი 2016 წელს დაარსდა და აქ ისწავლება 5-ე საფეხურის, პრაქტიკოსი ექთნის პროგრამა. სწავლება 3 წლიანია, 6 სემესტრად არის დაყოფილი და თითო სემესტრის საფასურია $625 ექვივალენტი ლარში.

”ამასთან, ჩვენი პარტნიორი სამედიცინო კორპორაცია “ევექსი” სტუდენტებს სთავაზობს თანადაფინანსებას: 100% გრანტის, 100%-იანი, 75%-იანი, ან 50%-იანი სესხის სახით. სწავლების დასრულებისას დასაქმება გარანტირებულია “ევექსი”-ს 72 სამედიცინო ბაზაზე საქართველოს მასშტაბით”, – აცხადებენ საექთნო კოლეჯში.

მათივე ინფორმაციით, კოლეჯში სწავლება დუალურია, რაც გულისხმობს იმას, რომ თეორიული ნაწილი ისწავლება კოლეჯში, ხოლო პრაქტიკულს სტუდენტები გადიან “ევექსი”-ს სხვადასხვა კლინიკებში. კოლეჯში ჩასაბარებლად არ არის საჭირო ეროვნული გამოცდის ჩაბარება, ამისთვის აუცილებელია, სტუდენტს ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება, ანუ 12 კლასის ატესტატი.

”ჩვენს კოლეჯში მოსახვედრად მსურველებმა უნდა მოიტანონ 12 კლასის ატესტატი, ან დიპლომი, პირადომის მოწმობის ასლი და 3 ფოტო სურათი (3×4-ზე). ასევე უნდა ჩააბარონ ჩვენივე მისაღები ტესტირება ანატომიასა და არითმეტიკაში”, – განმარტეს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯში.

მათივე ინფორმაციით, კოლეჯში არის სიახლე: 5 წარმატებული სტუდენტი მიემგზავრება კლაიპედაში (ლიტვაში), კლაიპედას საუნივერსიტეტო კლინიკაში პრაქტიკებზე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად 1 თვით. ასევე კომპლექტდება ახალი ჯგუფი, რომლის სწავლებას აფინანსებს კოლეჯის გერმანელი პარტნიორი და კურსდამთავრებულებს სთავაზობს გარანტირებულ დასაქმებას გერმანიაში.

ცნობისთვის, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯი მდებარეობს თბილისში, წერეთლის 117-ში. აღნიშნულ კოლეჯში სწავლის მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 599436050, ან იხილოთ კოლეჯის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები