LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტვიტერმა ევრო 2016-ის ყველაზე პოპალარულების სიმბოლური შეადგინა

29

ტვიტერმა შეადგინა ევრო 2016-ის იმ ფეხბურთელთა გუნდი, რომელთაც ყველაზე მეტი ფოლოვერი ყავთ.
მინიმალური ზღვარი ორი მილიონი გამომწერია.

ტვიტერმა 11 მოთამაშე გამოარჩია და ერთ სიმბოლურ ნაკრებში მოუყარა თავი.
ყველაზე პოპულარული გახდა კრიშტიანო რონალდო – პორტუგალიის ნაკრების ლიდერს 43 მილიონი გამომწერი ყავს. სამჯერ ჩამორჩა ექს-პარტნიორი ”მანჩესტერიდან”, ინგლისელი უეინ რუნი – 13 მილიონი. 10 მილიონზე მეტი მოუგროვდათ ესპანელებს, ანდრეს ინიესტას და ჟერარდ პიკეს, ასევე გერმანელ მესუთ იოზილს.
მათ გარდა ტვიტერის ნაკრებში მოხვდნენ:
იკერ კასილიასი, სერხიო რამოსი და სესკ ფაბრეგასი ესპანეთიდან, პორტუგალიელი პეპე, უელსელი გარეთ ბეილი და ბელგიელი ედენ აზარი.

 

13434047_10207897052038939_1200422599_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები