LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავი აეროპორტის ნაცვლად ოკეანეში დაეშვა

124

ავიაკომპანია Air Niungini-ის ბოინგი 737, რომელსაც 47 მგზავრი გადაჰყავდა, კუნძულ მიკრონეზიას აეროპორტის ბილიკის ნაცვლად, მახლობლად, წყნარ ოკეანეში დაეშვა.

როგორც CNN წერს, პილოტი ბილიკს “მცირედით აცდა”, მიზეზი კი ცუდი ხილვადობა იყო. თვითმფრინავი აეროპორტიდან 500 მეტრში დაეშვა.

არასწორი დაშვების მიუხედავად, მგზავრებიდან არავინ დაშავებულა.

ინდონეზიური გაზეთის თანამშრომელი ბილი ჯეინესი, რომელიც არასწორი დაშვების დროს თვითმფრინავში იმყოფებოდა, ყვება, რომ ოკეანეში დაშვების შემდეგ, მგზავრები, რომლებიც სათადარიგო გასასვლელს იყენებდნენ, წელამდე წყალში იყვნენ.

“ეს სურეალისტური იყო. ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ რაღაც არასწორი და სახიფათო მოხდა” – ყვება ის.

მგზავრები თვითმფრინავიდან, მაშველების მისვლამდე, სათევზაო ნავებით ხალხმა გამოიყვანა. ისინი შემოწმებისთის უახლოეს ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

თვითმფრინავი, რომელიც პაპუა ახალი გვინეის ეროვნული გადამზიდავის შემადგენლობაშია, ქალაქ ვენოში, ჩაკის საერთაშორისო აეროპორტში უნდა ჩაფრენილიყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები