LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავმა, სადაც ბრაზილიელი ფეხბურთელები ისხდნენ, ავიაკატასტროფა განიცადა

89

სამგზავრო თვითმფრინავი British Aerospace 146, რომელიც ბოლივიიდან კოლუმბიაში ჩარტერულ რეისს ასრულებდა, კოლუმბიაში (ქალაქ მედელინასთან ახლოს) ჩამოვარდა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის იყვნენ ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები კლუბის წევრები (27 ადამიანი), მათ „ატლეტიკო ნასიონალთან“ უნდა ეთამაშათ.

medellin-plane-crash

 

British Aerospace Avro RJ85 ბრიტანეთში 1983-დან 2003 წლამდე იწარმოებოდა. კომპანიამ სულ 400 თვითმფრინავი გამოუშვა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ თვითმფრინავს ადრე არგენტინის ეროვნული ნაკრები იყენებდა. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე მგზავრი გადარჩა. თუმცა, აეროპორტ “რიონეგროს” წარმომადგენლის, ხოსე მარია დე კორდოვას თქმით, სავარაუდოდ გადარჩენილები არ არიან.

 

1112937208

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები