LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმხილველების განცხადებით, იტალიაში საავტომობილო ხიდს ჩამონგრევამდე მეხი დაეცა

31

იტალიაში, გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ იტალიის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ ედოარდო რიქსიმ განაცხადა. აქამდე გავრცელებული და დადასტურებული ინფორმაციით, საუბარი იყო 11 დაღუპულზე. იტალიური მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევამდე მას მეხი დაეცა.

ხიდი 60-იან წლებში იყო აშენებული. მისი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა. სოციალურ ქსელებში იტალიელი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ხიდი არა ერთხელ იყო შეკეთებული.

იტალიის შს მინისტრმა მატეო სალვინიმ სამინისტროში საგანგებო თათბირი დანიშნა. მისი თქმით, ის აკვირდება სიტუაციას. ინციდენტის ადგილზე იტალიის ტრანსპორტის მინისტრი იმყოფება, რომლის განცხადებითაც, მომხდარი „საზარელი ტრაგედიაა“.

იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოსთვის არავის მოუმართავს, – ამის შესახებ იტალიაში საქართველოს დესპანმა დავით ბაზერაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით ბაზერაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საელჩომ უკვე მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.

„საქართველოს საელჩოსთვის არავის​მოუმართავს, მაგრამ ჩვენ მივმართეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და მათთან მუდმივ კავშირზე ვართ. ჯერ ქართველების შესახებ არანაირი ცნობა არ მიგვიღია,” – აღნიშნა დავით ბაზერაშვილი.

იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში ხიდის ჩანგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანია. ხიდის 200 მეტრიანი მონაკვეთი მოულოდნელად ჩაინგრა და ბეტონის მასა მის ქვემოთ მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები