LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების იდეას პრეზიდენტი არ ეთანხმება

50

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების იდეას არ ეთანხმება. გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ თვითმმართველობები კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს.

“მარტო პრეზიდენტი კი არა, რაც შეიძლება მეტი არჩევითი თანამდებობა უნდა გვქონდეს თვითმმართველობებშიც. ის კი არა, რომ გავაუქმოთ თვითმმართველობები, პირიქით, რაც შეიძლება მეტი არჩევნებზე მიბმული თვითთმართველობა უნდა იყოს. ეს დიალოგი, რომ არჩევნები ჩატარდეს სოფლებსა და დაბებშიც, ჯერ კოდევ 90-იან წლებში დაიწყო. შევარდნაძის ადმინისტრაციაში დავდიოდით და ვეუბნებოდით, რომ მიეცით ხალხს თავისი მერების, გამგებლების, საკრებულოების არჩევის შესაძლებლობა. პასუხი იყო, რომ ჯერ ადრეა. მე ვეუბნეოდი – თუ ხალხი შევარდნაძეს ირჩევს, გამგებელს რატომ ვერ აირჩევს? ე.ი. ხალხი თბილისში ხედავს შევარდნაძე სჯობს თუ სხვა და თავის სოფელში ვერ ხედავს რომელი იქნება უკეთესი მერი ან გამგებელი ან სოფლის თავი?”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები