LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმმართველობის არჩევნებს 20 ათასი ადგილობრივი და 600 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება

113

„21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს 20 ათასი ადგილობრივი და 600 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება,“ – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ, განაცხადა.

მიქელაძის თქმით, ცესკო-მ რეგისტრაციაში გაატარა 71 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია 30 საერთაშორისო და 74 მედიაორგანიზაცია.

საარჩევნო ადმინისტრაცია ემზადება, რათა არჩევნები პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩატარდეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი, თუმცა არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიები მიიღებენ ბიულეტენებს. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიებს, ისინი კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა ბიულეტენებს გადასცემენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს. ასევე დაიბეჭდა ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიები, რომელიც თითოეულ საარჩევო უბანზე იქნება გამოკრული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამომრჩევლის ბარათების დარიგების პროცესი, სადაც ამომრჩეველი მიიღებს ინფორმაციას, თუ სად არის განთავსებული მისი საარჩევნო უბანი,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები