LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულის მაღაროები შესაძლოა დაიხუროს

276

ტყიბულის მაღაროები შესაძლოა დაიხუროს – ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა სამმხრივი კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე შრომის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. სხდომაზე გადაწყდა, რომ მაღაროში არსებულ მდგომარეობას შრომის საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ. როგორც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ გელენიძემ განაცხადა, ტყიბულის მაღაროში წარიმართება აუდიტის პროცესი, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, რამდენად უღირთ მაღაროში ოპერირება. კომისიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ თუ საერთაშორისო ექსპერტები დადებენ დასკვნას, რომ დამატებითი ნაბიჯებია გადასადგმელი, შესაძლოა, ადგილზე მუშაობა საერთოდ შეჩერდეს.

“გადაწყდა, მოწვეულ იქნას საერთაშორისო სტანდარტების კომპანია, რომელიც შეაფასებს რამდენად არის დაცული უსსფრთხოების ნორმები, ზოგადად შახტში რამდენად შესაძლებელია უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს იმგვარად, რომ მაქსიმალურად ან სრულად იქნას გამორიცხული ფატალური შემთხვევები, ამის შემდგომ უნდა განისაზღვროს ღონისძიებათა ნუსხა, ხოლო კომპანია განსაზღვრავს ამ ფორმატში რამდენად აქვს სურვილი საერთოდ გააგრძელოს საქმიანობა”, – განაცხადა ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ. 

შეხვედრის დაწყებამდე გელენიძემ ისიც თქვა, რომ თუ სახელმწიფოს მოთხოვნა იქნება, კომპანია “საქნახშირი” ვერც დროებითი მმართველის დანიშვნას აღუდგება წინ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ტყიბულის შახტთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობაზე მეშახტეებს უარი უთხრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები