LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულის შახტებში მომხდართან დაკავშირებით დაკავებულ შვიდ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ

30

ტყიბულის შახტებში მომხდარ ბოლო ორ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ შვიდ პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. მათ შორის არიან საქნახშირის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები – შახტის დირექტორი, მთავარი ინჟინერი, მენეჯერი, უბნის უფროსი, მისი მოადგილე და თანაშემწე.

ასევე დაკავებულია ინდმეწარმე, იმ ღია კარიერის მფლობელი, სადაც მაისში ორი ადამიანი დაიღუპა. პარალელურად, მეშახტეები პრემიერისგან ხვალ კონკრეტულ პასუხს ელოდებიან, თუ რა ელოდება მომავალში შახტს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ ჯერჯერობით გაეშვას სარემონტო სამუშაოები შახტში და დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გაეშვას მთლიანად წარმოება. გავაგზავნეთ ჩვენ პარასკევს წერილი პრემიერმინისტრთან. თუ ეს ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მთავრობამ არ მოგვცა დადებითი პასუხი, ხუთშაბათს აქციები განახლდება,“ – განაცხადა მეშახტემ, გივი ქასრაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები