LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულის შახტის ექვს თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

99

კომპანია „საქნახშირის” თანამშრომლებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.დაცვის მხარე აღმკვეთი ღოისძიების სახით თითოეულ ბრალდებულზე გირაოს სახით 5000 ლარს ითხოვდა, თუმცა მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-დან – 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, გამოძიებამ ბრალი ექვს პირს წაუყენა. ესენი არიან: შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე, შახტის მენეჯერი მამული კუბლაშვილი, უბნის უფროსი  მურადი აბულაძე, მოადგილე  ტარიელ აბესაძე და თანაშემწე  გოჩა ქასრაშვილი.

მომდევნო სასამართლო სხდომა 20 სექტემბერს, 14 საათზე ჩაინიშნა.

მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. შედეგად 6  მუშა დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

იმავე შახტში ტრაგედია16 ივლისსაც მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. სახელმწიფომ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები