LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულის შახტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავეს

85

ტყიბულის შახტში მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული, ორი კი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით დაკავებულთა შორის შახტის ადმინისტრაციისა და ცვლის ხელმძღვანელები არიან.

ამ დროისთვის პოლიციასთან დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იგეგმება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით კი, რამდენიმე პირის დაკავება ტყიბულის შახტში ბოლოს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას არ უკავშირდება და საუბარია შახტში რამდენიმე თვის წინ მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები