LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება

93

ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება, – ამის შესახებ შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საუბრია დაახლოებით 25 შახტზე.

რაც შეეხება 5 აპრილს მინდელის შახტში მომხდარი ფაქტის გამოძიებას, მირიანაშვილის თქმით, გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.

მინდელის შახტში დღეს დილით ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები