LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში დაღუპული მეშახტეების დაკრძალვას პრემიერი დაესწრება

97

ტყიბულში დაღუპული მეშახტეების დაკრძალვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

დაღუპულ მეშახტეებს დღეს, 14:00 საათზე დაკრძალავენ.

მეშახტეების დაკრძალვასთან დაკავშირებით, მობილიზებულია მთელი საზოგადოება. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენელი ილია ლეჟავა, ყველას მოუწოდებს, რომ 14:00 საათზე, მაშინ როცა “გმირი მეშახტეები მიწის სიღრმისკენ ამჯერად სამუდამოდ გაემართებიან მანქანის გაბმული საყვირით გამოხატეთ პროტესტი ამ უსამართლობის და ენით აღუწერელი სისასტიკის მიმართ!”

9 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, ბაგირი ჩაწყდა, რის შედეგადაც, ოთხი მეშახტე – ალეკო  ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე, 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარ  შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.

პოპულალურები