LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში დაშავებულთაგან ოთხი დამწვრობის ცენტრში რჩება

125

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული ოთხი პაციენტი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულთაგან ორი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, რადგან მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

„ერთ-ერთს სხეულის 50 პროცენტი, ხოლო მეორეს 25 პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნება. რაც შეეხება კიდევ დანარჩენ ორ პაციენტს, ისინი შედარებით მსუბუქი დამწვრობებით დამწვრობის ცენტრის სხვადასხვა განყოფილებაში გადიან მკურნალობას,“ – განაცხადა ქაშიბაძემ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, უცნობია, როდის დატოვებენ საავადმყოფოს ტყიბულში დაშავებულები.

შეგახსენებთ, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას გუშინ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები