LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე ეცნობიან

219

ტყიბულში ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე ვითარებას სწავლობენ. ისინი ტყიბულში გუშინ გაემგზავრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. დაღუპულია ერთი ადამიანი.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები