LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში ერთ-ერთი დაშავებული მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

97

თავის ქალის ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა და სისხლჩაქცევები – იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგინავას, ინფორმაციით,  უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი მკურნალობის კურსს იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადის.

გოგინავას თქმით, მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

დაშავებულები 36 და 55 წლის მამაკაცები არიან. მათ ამჟამად დიაგნოსტიკა უტარდებათ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.