LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში, მინდელის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა

79

ტყიბულში, მინდელის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულ მეშახტეს ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. შახტაში უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რა დროსაც 50 წლის მეშახტე გარდაიცვალა.

ადგილზე იმყოფებიან პროფკავშირების წარმომადგენლები, მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.

მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრო გამოძიებას სსკ 240–ე მუხლით აწარმოებს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები