LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში შახტის დროებითი დახურვა ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ნიშნავს – რომან გოცირიძე

65

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის მოსაზრებით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის დროებითი დახურვა საკითხის გაჭიანურებასა და ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ნიშნავს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, ძალიან გულუბრყვილოა იმაზე საუბარი, თითქოს რაიმეს კანონის მიღება ან თუნდაც, ხუთი-ათი ინსპექტორის დამატება შველის.

დეპუტატის თქმით, შახტასთან მიმართებაში სერიოზული პრობლემები არსებობს, მთელი სისტემა ასაწყობია, რათა მსგავსი რამ არ განხორციელდეს.

„დახურვაზე არასერიოზული განცხადება გაკეთდა. ჰკითხეს, იმ ადამიანებს სად დაასაქმებენ? ალტერნატიული სამუშაო ადგილები არის? სამწუხაროდ, საქართველოში საწარმოთა უმრავლესობა საბჭოთა პერიოდის გადმონაშთია, ძველია და ამ ლოგიკით ყველაფერი უნდა დაიხუროს. ყველა ქარხანა მოძველებულია და დახურვა რომ საქმეს შველოდეს, აქამდე დაიხურებოდა,“ – განაცხადა გოცირიძემ.

მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები