LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში სიმამრმა 35 წლის სიძე მოკლა

55

სიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს, ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული მერაბ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიძეს – 1972 წელს დაბადებულ პაატა კ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები