LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყის ხანძრები ესპანეთსა და პორტუგალიაში – დაღუპულია 6, დაშავებულია 25 ადამიანი

63

სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა ტყის ხანძრებს ესპანეთსა და პორტუგალიაში. დაშავებულია 25 მეხანძრე. მაშველებმა ესპანეთის გალიციის რეგიონში მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მოახდინეს.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რეგიონში საფრთხის მეორე, მაქსიმალურის წინა კატეგორია გამოცხადდა.

პორტუგალიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში კი 5 ათასზე მეტი მეხანძრე, ცეცხლის 500-მდე კერას ებრძვის. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გამოძიება ხანძრის გაჩენის მიზეზებს სწავლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები