LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტყუპები“ ბრუნდებიან: ედი მერფი მესამე ძმის როლს შეასრულებს

532

ოფიციალურად დადასტურა, რომ 30 წლის შემდეგ ლეგენდარული ამერიკული კომედია „ტყუპები“ ეკრანზე ბრუნდება. მალე მაყურებელი ფილმის გაგრძელებას იხილავს, სადაც მთავარ როლებს კვლავ არნოლდ შვარცენგერი და დენი დევიტო შეასრულებენ. საინტერესოა, რომ გადამღებ ჯგუფს ამჯერად მსახიობი ედი მერფიც უერთდება, რომელიც ტყუპი ძმების მესამე ძმას განასახიერებს.

ფილმი „ტყუპები“ აივან რაიტმანმა 1988 წელს გადაიღო და კინოსურათი გამოსვლისთანავე კომედიური ჟანრის კლასიკად იქცა. ის ორი განსხვავებული ძმის ამბავს გვიყვება, რომლებიც დაბადებისთანავე დააშორეს, წლების შემდეგ კი ისინი ერთმანეთს ხვდებიან. სავარაუდოდ ძმებს კიდევ ერთი სიურპრიზი, მესამე ძმაც ელოდებათ. ფილმის გაგრძელების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, თუმცა, ოფიციალურად ინფორმაცია დღეს დადასტურდა. ფილმის სახელწოდება Triplets იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები