LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუპების დაბადების შემდეგ კლუნები პირველად გამოჩნდნენ საზოგადოებაში

66

ახალბედა მშობლებმა, ჯორჯ და ამალ კლუნებმა ტყუპების დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ გადაწყვიტეს საზოგადოებაში გასვლა. წყვილი პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდა იტალიაში, პაპარაცებმა კი ისინი ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობის წინ დააფიქსირეს. შეგახსენებთ, რომ სწორედ იტალიაში გადაწყვიტეს მათ პატარების 1 თვის იუბილეს აღნიშვნა.

59 წლის მსახიობი და 39 წლის ადვოკატი მშობლები 6 ივნისს გახდნენ. ტყუპებს მათ ელა და ალექსანდრე უწოდეს. ორივე მათგანისთვის ისინი პირველი შვილები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები