LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუპებს უამრავი დაავადება დაუდგინდათ-“მაინც, ძველებურად კარგ ხასიათზე ვართ”

138

ირინა სარიშვილი “ფეისბუქზე” შვილების, ბარბარესა და მარიამის ჯანმრთელობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ტყუპებს დაუნის სინდრომის თანხმლები თითქმის ყველა დაავადება დაუდგინდათ, სხვადასხვა სიმძიმით.

“გვაქვს პრობლემები სუნთქვაზე, ჟანგბადის ნაკლებობა და მისი შეფერხებით მიწოდება ორგანოებისთვის; ანემიური ფონი; კუნთების მოდუნება; ჭიპის თიაქარი. ბარბარეს – სარქველების პროლაფსი, ანუ გულის მანკის ის ფორმა, რომელიც ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს; მარიამს – ფარისებრი ჯირკვალი (ჩიყვი), რომელიც ასევე იმედია დაექვემდებარება თერაპიულ მკურნალობას და ქირურგიული ჩარევა არ დაგვჭირდება და კიდევ სხვა მეტ–ნაკლები ხარისხით გამოვლენილი პრობლემები.

მდგომარეობა რა თქმა უნდა არ არის იოლი, მაგრამ ჩვენ ძველებურად კარგ ხასიათზე ვართ, კარგად ვჭამთ და კარგად გვძინავს, ძველებურად გვიხარია სტუმრები და ყველაფერზე ძველებურად ვიცინით, რადგან ერთად ვართ, სახლში ვართ და გვაქვს ერთმანეთის იმედი… გვაქვს თქვენი, უამრავი ადამიანის იმედი, რომლებიც გვგულშემატკივობთ და ამდენი ადამიანის ფიქრი და გულწრფელი სურვილი უზარმაზარი ძალაა.

ჩვენ მარტო არ ვართ. გვყავს ერთმანეთი და გვყავს ჩვენი პაწაწუნა ანგელოზი გიორგი და ამიტომ ყველაფერს მოვერევით!

გარკვეული პერიოდი ცოტა გაგვიჭირდება, ცოტა გავწვალდებით, მაგრამ მერე ყველაფერი კარგად კი არა, ძალიან კარგად იქნება!” – წერს ირინა სარიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები